|
2021-10-14 14:39:27, 637 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააკაშვილზე მეუფეების განცხადებები საპატრიარქოს პოზიცია არაა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ზოგი სასულიერო პირის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერა არ წარმოადგენს საპატრიარქოს საერთო პოზიციას. ამის შესახებ მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე გამართული წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა...ზოგჯერ გვიწევს ხოლმე პოლიტიკურ პროცესებში ჩარება, ციხეში მაღალი იერარქებიც იყვნენ, სხვებიც იყვნენ, ოჯახის წევრებიც იყვნენ, პატრიარქის მდივანიც იყო. ჩვენ სულ დავდივართ ციხეებში", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის შექმნილ პეტიციას ხელი რამდენიმე სასულიერო პირმა მოაწერა. მათ შორის არიან, ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ,მიტროპოლირმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ დეკანოზმა თამაზ ლელომიძემ და დედა სიდონიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)