05:37 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 13:00:23, 490 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის ზონალურმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ, საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საკვალიფიკაციო ტესტირება ვირუსოლოგიას, კერძოდ, კაპრიპოქსის ვირუსს/Capripox virus ეხებოდა.

„საკვალიფიკაციო ტესტირება ორგანიზებული იყო ბელგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის, Sciensano/Belgian Institute for Health-ის მიერ.

Sciensano-ს საქმიანობა ორიენტირებულია მჭიდრო და მყარ ურთიერთკავშირზე, ჯანმრთელ ადამიანს, ცხოველსა და უსაფრთხო გარემოს შორის („ერთიანი ჯანდაცვის“ პრინციპი). ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით Sciensano წარმოადგენს ეროვნულ რეფერენს ლაბორატორიას ცხოველთა ყველა დაავადებაზე.

საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს რომ ლაბორატორიას შეუძლია კაპრიპოქსის ვირუსის ზუსტი იდენტიფიკაცია, წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები გამოცდის შედეგების უტყუარობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად. რაც ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ წარმატებით შეასრულა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ყოველწლიურად წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული საკვალიფიკაციო ტესტირებები.

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტებულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics