2021-10-14 11:09:44, 769 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე ანანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს აუცილებლად მოაწერს
მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი, მეუფე ანანია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელს აუცილებლად მოაწერს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მეუფემ პეტიციაზე ხელმოწერა, მან განაცხადა, რომ „ქრისტე გვასწავლის მიტევებას“.
„ტაძართან ვართ, ტაძართან, ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას“, - განაცხადა მეუფე ანანიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან