|
2021-10-14 10:56:42, 3444 ნახვა
კომენტარი
მეუფე იოანე სააკაშვილზე - როცა არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება
როდესაც დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება, - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ აწერენ სასულიერო პირები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას, მან აღნიშნა, რომ ეს მათი სუბიექტური პოზიციაა. „რა მოტივი აქვთ? რატომ აწერენ ამას ხელს? - ეს მათი საქმეა, თვითონ ეს სუბიექტური პოზიციაა. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება კანონი იყოს დაცული, თუ ქვეყანაში სამართლი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება. თქვენ მე მაკვირვებთ ძალიან, ყველაფერს იღებთ, ინტერვიუს და ისეთ კითხვას მისვამთ, თითქოს არაფერი არ იცით, მთვარიდან ჩამოვარდით და მეკითხებით?!“, - განცახადა მეუფე იოანემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)