05:37 - 07 Nov, 2026
|
2021-10-13 16:50:36, 877 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და ომბუდსმენს შეხვდება
იუსტიციის სამინისტროში, მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტის წევრებთან, ჯანდაცვის მინისტრთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას გამართავს. -ამის შესახებ ინფორმაცის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა იქნება, იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება განხორციელდეს მონიტორინგი მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. შეხვედრა დღეს 19:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის სამინისტრომ, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს თხოვნით მიმართა, რათა შეექმნათ ექიმების ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. სამინისტრომ ასევე თხოვნით მიმართა სახალხო დამცველის აპარატს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)