17:27 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 16:20:41, 501 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე - აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას.

„ეს არის გამოძახილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ატარებს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს არ არის გზავნილი მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის, ეს არის რეგიონული მესიჯი, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ვართ ერთმანეთის გვერდში, როგორც ავღანეთში, ასევე ჩვენს რეგიონშიც“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics