|
2021-10-13 15:03:44, 825 ნახვა
სამართალი
პროკურორის განცხადებით, ე.წ კარტოგრაფების საქმეზე, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს
ე.წ კარტოგრაფების საქმის პროკურორმა, მიხეილ სანდრაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა რომ გამორიცხული არა აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს. პროკურორის თქმით, ყველა, ვისაც შემხებლობა ექნება ამ საქმესთან დაიკითხება. „გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც რაიმე შემხებლობა ექნება ამ საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაიკითხება და შესაძლებელია, ეს იყოს მიხეილ სააკაშვილიც, ბუნებრივია თუ მას შემხებლობა ექნება და ეცოდინება არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. როდის რა ფორმით , ამაზე ინფორმაცია გეცოდინებათ“ განაცხადა მიხეილ სანდრაძე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 8 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა, ისინი მოგვიანებით, გირაოს სახით გაათავისუფლეს, მათი სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. სასამართლო პრცესის განახლების მიზეზი ახალი მოსამართლის დანიშვნა გახდა.
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)