12:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 14:39:46, 580 ნახვა

საზოგადოება
პოდიუმიდან ავტომობილებში: ვოლვო ქარსისა და 3.1 ფილიპ ლიმის კოლაბორაცია

პოდიუმის კოლექციებიდან ავტომობილების ინტერიერამდე, ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, ვიპოვოთ ეკოლოგიურად მდგრადი მასალების ალტერნატივა, - ამ კონცეფციაზეა დაფუძნებული პრემიუმ ბრენდის ვოლვოსა და თამამი ნაბიჯებითა თუ ინოვაციებით ცნობილი დიზაინერის ფილიპ ლიმის კოლაბორაცია. სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული ბრენდები, წარმოებაში ეკომეგობრული მასალების გამოყენების იდეამ გააერთიანა.  ასე, ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა სამგზავრო ჩანთა მათთვის, ვისთვისაც გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.   

3.1 ფილიპ ლიმი სცდება ალტერნატიული მასალების მოპოვების საზღვრებს  და თანამედროვე მოდის  ინდუსტრიაში  რევოლუციას ახდენს, - წყალმცენარეებისგან დამზადებული  კაბიდან დაწყებული, მაღალხარისხიანი გადამუშავებული მასალებით დამთავრებული.

დიზაინერის სამგზავრო ჩანთის ლიმიტირებული ხაზი კი შეიქმნა ვოლვოს ინტერიერის ახალი ეკოლოგიურად მდგრადი მასალისგან, სახელწოდებით Nordico. კოლაბორაცია ვოლვოს  იმ განაცხადს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც  C40 Recharge-ით დაწყებული, ბრენდის ყველა ახალი, სრულად ელექტრო მოდელი ტყავის გარეშე, ეკომეგობრული მასალით აღიჭურვება.  

Nordico ვოლვო ქარსის მიერ შექმნილი ახალი, მაღალი ხარისხის ინოვაციური მასალაა, რომელსაც პირველად  ბრენდის მომავალი თაობის სრულად ელექტრო ავტომობილებში გამოიყენებენ. ეს არის ქსოვილი, რომელიც  პლასტმასის ბოთლების, შვედეთისა და ფინეთის მდგრადი ტყეების ბიო-მასალების და კორპის საცობების გადამუშავებით მზადდება. სწორედ ასეთი მასალით შეიქმნა აქსესუარი უქმეების ხანმოკლე დასვენებისათვის. ჩანთას აქვს შესანახი სივრცე, ორმაგი სახელური და სპეციალური სახელობითი ქისა.

3.1 ფილიპ ლიმის თანადამფუძნებელმა და კრეტიულმა დირექტორმა ფილიპ ლიმმა განაცხადა:  ჩვენი ფასეულობები სრულად დაემთხვა ვოლვოს მიზნებს. ახალი ეკოლოგიურად სუფთა მასალით უნდა მივაღწიოთ საუკეთესო დიზაინს, უმაღლესი ხარისხის გარანტიით.

ამ ხედვას იზიარებს და გადაწყვეტილებებში დარწმუნებულია კომპანია ვოლვოც. წინ მომავლის ავტომანქანებია, ამავე შთაგონებით შექმნილი სალონით, რაც ტყავზე უარის თქმას და ეკომეგობრული უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებას გულისხმობს. ვოლვო ქარსში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის ახალი სტანდარტი პრემიუმ კლასის ავტომობილებში.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics