|
2021-10-13 10:40:28, 425 ნახვა
საზოგადოება
იტალიაში საავიაციო ფორუმზე ‘’WORLD ROUTES 2021” საქართველო აეროპორტების გაერთიანებამ წარადგინა
10-12 ოქტომბერს ჩრდილოეთ იტალიის მთავარ ქალაქ მილანში ყოველწლიური ავიაფორუმი ’WORLD ROUTES 2021“ გაიმართა. რიგით 26-ე ყოველწლიურ საავიაციო ფორუმში მსოფლიოს 300 ზე მეტი აეროპორტის, ავიაკომპანიის, საავიაციო სფეროსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველო ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) წარადგინა. ქართულ დელეგაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მსოფლიო საავიაციო ფორუმში უკვე მეცხრე წელია მონაწილეობს. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელი ავიაციის სექტორისთვის საკმაოდ რთული წელი იყო. კოვიდ პანდემიის გამო, ფრენების აკრძალვასთან ერთად არ გამართულა არც ერთი საავიაციო ფორუმი. ‘’WORLD ROUTES 2021“ ავიატორებისთვის პანდემიის პირობებში პირველი მასშტაბური პლატფორმა იყო, სადაც შესაძლებლობა გვქონდა პირისპირ განგვეხილა ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები და სიახლეები,-“ განაცხადა თამარ არჩუაძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, ფორუმზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარადგინეს. გაიმართა პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. ,,ძალიან ბევრ ავიაკომპანიას შევხვდით. ჩემს გუნდთან ერთად, შევეცადეთ ჩვენი აეროპორტებით დაგვეინტერესებინა არსებული და მომავალი პარტნიორები. პოტენციურ პარტნიორებს ცალკე პროექტად შევთავაზეთ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, რათა კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი აეროპორტის პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ,-’განაცხადა თამარ არჩუაძემ. სამდღიან ფორუმზე აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა. განიხილეს საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე აეროპორტების, ავიაკომპანიების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)