|
2021-10-12 17:46:02, 1230 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინის ანტიოლიგარქიულ კანონს მხარი დაუჭირა
ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინას პირად ინტერესთა გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას, კერძოდ, ანტიოლიგარქიულ კანონს - ამის შესახებ ინფორმაციას “Украинская правда” უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, სამიტის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის სამომავლო ძალისხმევის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოს ანტიკორუფციული და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირება, მათ შორის თანამდებობებზე დამსახურებით არჩევის პროცესი. “ევროკავშირი მიესალმა უკრაინის ძალისხმევას შეზღუდოს კორუფციის შესაძლებლობები და მისი ერთგულება კერძო ინტერესების გავლენის წინააღმდეგ (" დეოლიგარქიზაცია "), მათ შორის შესაბამისი კანონმდებლობის იურიდიულად დასაბუთებული მიღება და გატარება. ევროკავშირი მოვუწოდებს უკრაინას გადადგას შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით- ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირმა ასევე დაადასტურა უკრაინიის მუდმივი მხარდაჭერა ფართომასშტაბიანი რეფორმების მისაღწევად, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში და კორუფციასთან ბრძოლაში. თავის მხრივ, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება წესდების რატიფიკაციისადმი როგორც ეს ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)