|
2021-10-12 14:41:29, 1478 ნახვა
მსოფლიო
კიევში უკრაინისა და ევროკავშირის 23-ე სამიტის სხდომა დაიწყო
კიევში უკრაინისა და ევროკავშირის 23-ე სამიტის სხდომა მიმდინარეობს. სამიტს ესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრეზიდენტ ზელენსკის „ტვიტერის“ პოსტის მიხედვით აქვეყნებს. როგორც, ზელენსკიმ „ტვიტერ“-ზე დაწერა, აღნიშნული სამიტი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის ნაყოფიერი იქნება და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში. ევროსაბჭოს წარმომადგენლები მარიინსკის სასახლეში უკვე შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია მხარეებს შორის რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმება. მათ შორისაა: შეთანხმება საერთო საავიაციო სივრცის შესახებ, უკრაინის ასოციაცია ევროპულ პროგრამა Creative Europe-თან და Horizon Europe-თან, რომელიც აფინანსებს კვლევებსა და ინოვაციებს. როგორც ცნობილია სამიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, უკრაინაში რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის ჩადება წარმოადგენ.ამით ევროკავშირი ქვყნის მიმართ ღია მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს. სამიტზე ასევ აქტიურად განიხილება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვენერიტეტი.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)