05:52 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 12:19:37, 751 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა სააკაშვილის შიმშილობაზე - ძალიან ნაკლებად მაინტერესებს, ადამიანები სიღარიბის გამო შიმშილობენ

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ "ძალიან ნაკლებად" აინტერესებს, შიმშილობს თუ არა საპატიმროში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

თურნავამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს და სიღარიბე ჯერ კიდევ არის პრობლემა საქართველოში, სააკაშვილის თემა მას ნაკლებად აინტერესებს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებულია კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არ შიმშილობს, მე არ მიწყინოთ, ვფიქრობ, რომ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოში ჯერ, სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ მე, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს და სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან და ეს კონკრეტულად ეხლა საერთოდ არ მაინტერესებს, ნაკლებად მაინტერესებს,“- განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics