2021-10-11 16:30:56, 661 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მეუფე ნიკოლოზმაც მოაწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ შექმნილ პეტიციას ხელ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმაც მოაწერა.
პეტიციას ხელს არაერთი ცნობილი ადამიანი აწერს, მათ შორის არიან,მწერლები, მომღერლები,მსახიობები და სასულიერო პირებიც.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაკავების შემდეგ მან შიმშილობა გამოაცხადა. ის უკვე მე-11 დღეა შიმშლობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,