22:21 - 30 Oct, 2026
|
2021-10-11 13:12:04, 1120 ნახვა
მსოფლიო
რუსი ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკი მოყვა ავტოავარიაში, რომლის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა
ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ქსენია სობჩაკი შაბათს საღამოს, სოჭში, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, მძღოლმა, რომელიც მართავდა საჭეს, დანაშაული აღიარა. თავად რუსი ჟურნალისტი „ტელეგრამში“ წერს, რომ მას „ტვინის შერყევა და მრავალრიცხოვანი ტრავმები აქვს“, თუმცა მიუხედავად ამისა, უარს ამბობს ჰოსპიტალიზებაზე. ამასთანავე, სობჩაკი წერს, რომ მანქანა, რომელშიც ის იჯდა, მას არ ეკუთვნოდა და ის მძღოლს „არ აჩქარებდა“. „ინტერფაქსის“ წყარო წერს, რომ მანქანა, რომელშიც რუსი ჟურნალისტი იმყოფებოდა, შეეჯახა სხვა ავტომობილს, რომლის ორი მგზავრიც გარდაიცვალა, მესამე კი, მძიმე მდგომარეობაშია. ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია თუ არა ფაქტზე გამოძიება.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)