|
2021-10-09 19:30:28, 843 ნახვა
საზოგადოება
მედიაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის დაკავებამდე გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც სააკაშვილის თქმით, ის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ტყეში იმყოფება. აღნიშნულ ვიდეოს "მთავარი არხი" ავრცელებს" როგორც, სააკაშვილი ვიდეოში განმარტავს, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 ოქტომბერზე ადრე ჩამოსულიყო. მისი თქმით, მან მივაღწიე თავის მიზანს და არ მოვკვდა ემიგრაციაში. „მოგესალმებით ყველას, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ტყიდან. მე აქ ამოვჩნდი მესამე ქვეყნის მეშვეობით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგზავნა აზერბაიჯანში, სომხეთში, რათა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც 2-ში საღამოს მოვდიოდი, ამ ქვეყნებში უნდა გადაესროლათ, ვითომ საქართველოში, აეროპორტებში ცუდი ამინდი იყო, გადავწყვიტე, ბევრად ნაკლებ კომფორტული გზით, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი მეგობრების დახმარებით საქართველოში შემოსვლა, მე მივყვები ჩემი ხალხის, გულის ძახილს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა 8 წლის შემდეგ ამ ხეების და მიწის დანახვა. ვერ წარმოიდგენთ, რა არის 8 წლის შემდეგ ყოფნა შენს ქვეყანაში, რომელიც ცხოვრებაზე მეტად გიყვარს. ეს ჩემთვის მთავარია. ახლა რაც არ უნდა მოხდეს, მივაღწიე ჩემს მიზანს - არ მოვკვდი, არ ჩავძაღლდი ემიგრაციაში. მე ვარ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, ჩემს ქართველებს და თანამებრძოლებს შორის, ჩემს ერს შორის, ვიბრძვი მისთვის და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა“,-ამბობს სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)