06:10 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 17:48:07, 794 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ტრაგედიაზე - საგამოძიებო მოქმედებები გატარდა და პირებს თვითნებური სამუშაოებისთის ბრალი წარედგინათ

რაც შეეხება ტრაგედიის მიზეზებს, გამოძიება ობიექტურ და სრულ პასუხს გასცემს. ასევე, ჩემთვის ცნობილია, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გატარდა და პირებს თვითნებური სამუშაოებისთის ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადა. 

„პირველ რიგში, მინდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ეს არის უდიდესი ტრაგედია ამ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, პირადად ჩემთვის. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მაშველს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ადამიანების გადარჩენას თავგანწირვით ცდილობდა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც ორი დღეა აქ იმყოფება და პირადად ხელმძღვანელობდა მაშველების და შესაბამისი უწყებების კოორდინაციას. რაც შეეხება სხვა საკითხებს, 9 დაღუპული გვყავს. ასევე, მაშველებმა მოახერხეს, გადარჩენილიყო მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოზარდი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ტრაგედიის მიზეზებს, გამოძიება ობიექტურ და სრულ პასუხს გასცემს. ასევე, ჩემთვის ცნობილია, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გატარდა და პირებს თვითნებური სამუშაოებისთის ბრალი წარედგინათ“,- განაცახდა რიჟვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics