2021-10-09 15:27:28, 767 ნახვა
საზოგადოება
სომხეთი - დამწუხრებულები ვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო. უწყება განცხადებას ტვიტერზე აქვეყნებს.
"დამწუხრებულები ვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო. ჩვენ გულწრფელად ვუთანაგრძნობთ დაღუპულების ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. სომხეთი სოლიდარულია მეგობარი საქართველოს ხალხის მიმართ", - წერია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,