06:20 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 03:06:48, 727 ნახვა

საზოგადოება
მაშველებმა ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა, ბათუმში 26 მაისის ქუჩის კორპუსის ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. 

სხვადასხვა პირდაპირი ეთერის ვიდეოკადრებში, ჩანს რომ მაშველების კონცეტრაცია ერთ კონკრეტულ ადგილას მოხდა, რამდენიმე ხნის შემდეგ, მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყნანეს, ხოლო 10 წუთში მეორე ცხედარი. 03:14 წუთზე მაშველებმა ნანგრევებიდან მესამე ცხედარიც ამოასვენეს.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ქალის, მამაკაცისა და მოზარდის ცხედრები. ამ ეტაპზე მათი ვინაობა უცნობია. 

ოფიციალური პირები ჯერ კომენტარს არ აკეთებენ, ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილთა ვინაობა. 

ამ დროისთვის მაშველები დაახლოებით 13 ადამიანის პოვნას ცდილობენ. დანგრეული კორპუსის ტერიტორიაზე სპეცტექნიკამ მუშაობა განაახლა.

26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი ქალია.

ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics