15:40 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 01:45:08, 640 ნახვა

საზოგადოება
კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგის, კახაბერ ქაშიბაძის ინფორმაციით, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, პაციენტის თითქმის ყველა პარამეტრი სიცოცხლესთან შეუთავსებლობის ზღვარზეა.

რეფერალურ საავადმყოფოს მენეჯერი, ექიმი თამარ მხატვარი აცხადებს, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა  არასტაბილურია, ფასდება როგორც  უკიდურესად მძიმე. 

'პაციენტს ჰქონდა გულის გაჩერება შესაბამისად ის კონტაქტური ვერ იქნებოდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ადამიანი იმყოფება ზეწოლის ქვეშ და როგორც კი ეს მოიხსნება მდგომარეობა მძიმდება.  მიმდინარეობს რეანიმაციული ღონისძიებები. შეჩერებულია  სისხლდენა ოპერაციული ჩარევით' - განაცხადა თამარ მხატვარმა.

ამ დროისთვის მაშველები დაახლოებით 13 ადამიანის პოვნას ცდილობენ. დანგრეული კორპუსის ტერიტორიაზე სპეცტექნიკამ მუშაობა განაახლა.

26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი ქალია.

ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics