|
2021-10-08 17:05:50, 630 ნახვა
საზოგადოება
გომელაური: ერთი ვერსიით, კორპუსის ნგრევა მესაკუთრის მიერ საყრდენი კედლის მონგრევამ გამოიწვია - მიმდინარეობს გამოძიება
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.- ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში, შემთხვევის ადგილას განუცხადა. მისი თქმით, ერთი ვერსიით კორპუსის ნგრევა მესაკუთრის მიერ სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. "მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა ჩვენ გამოძიება დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ვადგენთ თუ რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული, ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ზუსტად ვერ გვიხსნიან რომელ სართულზე არიან. ვესაუბრებით ტელეფონით, ასეულობით მაშველია ჩართული, საშუალება არ არის იმის რომ ბევრი ადმიანი ავიდეს 100მა და 200მა ადამიანმა იმუშაოს, თუმცა ერთმანეთს ვცვლით. მობილიზებულია შსს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მერია და მუნიციპალური სამსახურები. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მუშაობა. სწრაფად მუშაობა არ გამოდის, იმიტომ რომ დაზარალება არ მოხდეს ქვეშ მოყოლილი ადამინების.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)