|
2021-10-08 15:26:33, 576 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სკანდინავიელი ინვესტორებისთვის წარსადგენი სტარტაპების რეგისტრაციას იწყებს
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისი 20-21 ოქტომბერს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს” (Angel Investors) უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის, FiBAN-ისა (Finnish Business Angels Network) და სხვა ორგანიზაციების 15-მდე წარმომადგენელი და ინვესტორი ეწვევა. ვიზიტის ცნობით, ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით, თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციაა. ღონისძიება ორდღიანია და მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებსა და ნეთვორქინგს. ღონისძიებაზე ასევე, განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს. პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართული კომპანიების მიერ ინვესტორებისთვის თავიანთი საინვესტიციო პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, რომელიც 20 და 21 ოქტომბერს ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები. თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და ევროპის ქვეყნებთან საქმიანი და ბიზნესკავშირების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე წელს უკვე მეორედ ტარდება და ხელს უწყობს „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის განვითარებას და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული კომპანიებისთვის. პროექტი თბილისის მერიისა და „ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (AXEL) ორგანიზებით ხორციელდება.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)