|
2021-10-07 12:59:50, 478 ნახვა
საზოგადოება
ხარვეზიანი საბანკო რეკვიზიტების მქონე კომპენსაციის მიმღებ პირებს ახალი ანგარიშების წარდგენის უფლება მიეცათ
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გაცნობებთ, რომ „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შევიდა ცვლილება (https://bit.ly/3DiDxoP). ცვლილების თანახმად, პირებმა, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის კომპენსაციის გადარიცხვა არასწორად წარმოდგენილი პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გამო, კომპენსაციის მიღების მიზნით განახლებულ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები უნდა წარადგინონ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ა/წ 15 ოქტომბრამდე. ვადების დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები განახლებული საბანკო ანგარიშების თაობაზე განხილვას არ ექვემდებარება. სააგენტო საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას განახორციელებს დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში (https://bit.ly/3DiDxoP). გთხოვ, იმ პირებს, ვისთანაც ვერ მოხერხდა საკომპენსაციო თანხის გადარიცხვა არასწორად წარმოდგენილი პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გამო, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, მითითებულ ვადებში (ა/წ 15 ოქტომბრამდე), წარმოადგინოთ განახლებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. განახლებულ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების (ოფიციალური საბანკო რეკვიზიტები გაიცემა საბანკო დაწესებულების მიერ) წარდგენა შეგიძლიათ ელექტრონულ მისამართზე infosesa@moh.gov.ge. ასევე, შეგიძლიათ ახალი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების მიტანა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებში შემდეგ მისამართებზე: თბილისის სერვის ცენტრი: ქ.თბილისი; მიხეილ ასათიანის ქუჩა 9 რეგიონული ცენტრები: აჭარა: ქ. ბათუმი; ტაბიძის 2 ა; სამეგრელო-ზემო სვანეთი: ქ. ზუგდიდი; აღმაშენებლის 106; იმერეთი: ქ. ქუთაისი, ტაბიძის 40; გურია: ქ. ოზურგეთი, ჭავჭავაძის 19; კახეთი: ქ. თელავი, აღმაშენებლის 41; შიდა ქართლი: ქ. გორი, გმირების 18; ქვემო ქართლი: ქ. რუსთავი, ცურტაველის 5 ა. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ - ცხელი ხაზი 15 05
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)