06:38 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 11:17:33, 611 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ მსურველებისთვის სტარტაპ კურსს იწყებს

თიბისი ნებისმიერ მსურველს, ვისაც სტარტაპის დაწყება სურს, სტარტაპ კურსზე ეპატიჟება. კურსის მიზანია ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ ადამიანებს პროფესიონალებმა ცოდნა და უნარები გაუზიარონ.

სტარტაპის დასაწყებად სპეციფიკური ცოდნა და უნარებია საჭირო, სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ შეიქმნა  პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში სტარტაპ კურსი.

კურსის მონაწილეები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს, რეკომენდაციებს და პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს. კურსის გავლა სტარტაპერებს ახალი სტარტაპ იდეების ფორმირებასა და არსებული იდეების დახვეწაში დაეხმარება.

სტარტაპ კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა პროგრამა სტარტაპერზე (https://startuperi.ge/)

კურსი შეეხება სტარტაპის განვითარების საწყის ფაზებს - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე:

  • სტარტაპ იდეის ფორმირება - დავით მარკოზაშვილი
  • მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა - გიგი ჯანელიძე
  • ბიზნეს მოდელის განსაზღვრა - თორნიკე ჩხაიძე
  • სტარტაპ ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე
  • ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
  • ციფრული მარკეტინგი - პავლე გაბრიჭიძე
  • ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი - ლადი გაბუნია

ლექციები კვირაში ერთხელ, 12 ოქტომბრიდან ჩატარდება, 19:00 საათზე. დაწვრილებით ინფორმაციას ლექციების და მენტორების შესახებ გაეცანით:  https://bit.ly/Startuperi

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics