|
2021-10-06 17:15:06, 533 ნახვა
საზოგადოება
განხორციელებული პროექტების შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენციაზე CIP-ის მიერ საქართველოში სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებულ პროექტებზე, შედეგებსა და დარგში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. „ქვეყანაში წარმოებული კარტოფილის მოსავლიანობა და ხარისხი მეტად გაუმჯობესებას საჭიროებს. სამინისტრო აქტიურად არის ჩართული დარგის განვითარების ხელშეწყობაში. გასულ წელს 30 ტონა საადრეო კარტოფილი გავიტანეთ ექსპორტზე, რაც ცხადყოფს, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს ფერმერებს მეტ შესაძლებლობას მისცემს კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ და ექსპორტზე გაიტანონ“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. საქართველოში კარტოფილის კულტურა, დაახლოებით, 25,000 ჰექტარ ფართობზე ითესება. კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა, ერთ ჰექტარზე, 12 ტონაა, რაც, ევროპის ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია. დარგის ძირითადი პრობლემა ფერმერების მიერ გამოყენებული დაბალი ხარისხის ან დაბალმოსავლიანი სათესლე კარტოფილის გამოყენებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ცენტრი საქართველოს კარტოფილის ელიტური ჯიშების და ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ეხმარება, რას ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოებას და ფერმერების შემოსავლების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს. 5 წლიანი პროექტის ფარგლებში, უკვე დარეგისტრირებულია კარტოფილის 3 ახალი ჯიში - მესხური, მესხური წითელი და ჯავახეთური, რომლებიც გარემო პირობებთან ადაპტირებული, დაავადებებისადმი გამძლე და მაღალმოსავლიანია; 3 ჯიშის დარეგისტრირება ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)