17:32 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 14:14:04, 671 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის კონტროლის პროცედურების განხორციელება შეფერხებით მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს, ,,ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მიმდინარეობს შეფერხებით.

 

 აქვე აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი -  ,,ყაზბეგი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება (ზემოაღნიშნული მიზეზით, რუსეთის მხარე ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტი ნაკადის მიღებას).

 ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 1000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი.  ასევე, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი  ავტომობილების რიგების აღმოსაფხვრელად, რათა მეზობელი სახელმწიფოებიდან  რუსეთის ფედერაციისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვროს ალტერნატიული მოძრაობის მარშრუტები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics