18:22 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 11:02:54, 316 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა 186-მდე გაიზარდა

თბილისში უკვე 186 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, მუხიანის პირველ მიკრორაიონში გაიხსნა ახლად აშენებული N104 ბაგა-ბაღი, რომელსაც 270 ბავშვის მიღების შესაძლებლობა აქვს.

„2018 წლიდან დღემდე, თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და შეგიძლიათ ნახოთ, როგორი გემოვნებით და ხარისხით არის ეს პროექტები განხორციელებული. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10  საბავშვო ბაღის ავარიულ შენობებს. ამჟამად, მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 3 შენდება ავარიული შენობების ნაცვლად. მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება გამაგრება-რეკონსტრუქციის კიდევ ერთი პროექტი 89-ე ბაგა-ბაღში, რომელიც  გლდანის ა მიკრორაიონში მდებარეობს. ამჟამად, მიმდინარეობს ორი საბავშვო ბაღის შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროცესი, რომელთაგან ერთი - 155-ე ბაღი წლის ბოლომდე დასრულდება და ალტერნატიულ ფართში გადასული ბავშვები დაუბრუნდებიან განახლებულ ბაღს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, წელს, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული იყო 13 მლნ ლარზე მეტი, ხოლო მომავალ წელს ბიუჯეტი გაიზრდება და 19 მლნ ლარი გამოიყოფა.

მისივე განმარტებით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენამდე, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების 10 სახეობა 60 000-მდე აღსაზრდელის ოჯახს დაურიგდა. დედაქალაქის მერმა პროდუქტების დარიგების პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, ასევე, ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics