|
2021-10-05 18:28:49, 680 ნახვა
საზოგადოება
ფლანგვის დეტექტორი - „ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ფიზიკური პირებისგან 7,350,505, კომპანიებისგან 460,500 ლარის შემოწირულობა მიიღო
პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის პერიოდში, შემოწირულობის სახით ფიზიკური პირებისგან 7,350,505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460,500 ლარი მიიღო.- აღნიშნულ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა 2 ოქრომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების ფინანსური დეკლარაციები, რომელიც 2021 წლის 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩავთვლით პერიოდს მოიცავს. პოლიტიკური პარტიები შემოსავლებს სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ, ესენია: კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, საწევრო შენატანები, შემოწირულებები, სიმბოლიკით დამზადებით და გავრცელებით მიღებული შემოსავალი, ლექციების, გამოფენების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობით მიღებული შემოსავალი, ასევე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. განსაკუთრებით საყურადღებოა ფიზიკური პირების მიერ შეწირული თანხები, ამ მხრივ, „ქართულო ოცნება“ ნამდვილად ლიდერობს. „პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის პერიოდში, შემოწირულობის სახით ფიზიკური პირებისგან 7,350,505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460,500 ლარი მიიღო. კომპანიებმა რომელთაც მმართველ პარტიას 2021 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში 67,000 ლარი, შესწირეს, ამავე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,997,447 ლარი მიიღეს. შპს იბოლიამ 20, 000 ლარი შესწირა პარტია ქართულ ოცნებას. კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია იოსებ მაკრახიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი ქართული ოცნებიდან. 2021 წელს, მხოლოდ სექტემბრის თვეში კომპანიამ დაახ. 1,173,000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მმართველი პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით იღებს მსხვილ თანხას ბიუჯეტიდან. იოსებ მაკრახიძემ ასევე პირადად ჯამში 100,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს 2016-2018 წლებში. შპს შარა გზამშენი-პირველმა 5,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას 2021 წლის 30 აგვისტოს. კომპანიამ ამავე დღეს უკონკურენტოდ მოიგო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი. ხელშეკრულების ღირებულება 266,700 ლარია. შპს შარა გზამშენი-პირველმა მხოლოდ სექტემბრის თვეში ჯამში დაახ. 2,334,000 ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიამ 2017 წელსაც შეწირა 20,000 ლარი მმართველ პარტიას. შპს შარა გზამშენ-პირველს ჯამში დაახ. 70 მილიონი ლარი აქვს მიღებული სახლემწიფო ბიუჯეტიდან.“- ნათქვამია განცხადებაში.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)