18:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-05 13:07:38, 417 ნახვა

საზოგადოება
მაშველებმა საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 350-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები 2021 წლის საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დაჯილდოვდნენ. სპეციალური სამახსოვრო საჩუქარი სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლაშა თვაურმა ხუთ მაშველს გადასცა.

სულხან კაჭარავა, გიორგი გოგეშვილი, გიორგი მშვიდობაძე, გურამ შარაშიძე და ნინო სალუქვაძე მთელი სეზონის განმავლობაში სხვა მაშველებთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და ზრუნავდნენ მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე, შავი ზღვის სანაპიროზე წყალში მყოფი 350-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გარდა ამისა, მაშველებმა სანაპიროზე იპოვეს და დაეხმარნენ 50 გზააბნეულ მოქალაქეს, მათ შორის, უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო. სანაპიროზე მორიგეობისას, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 31 დამსვენებელს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოს და აჭარის რეგიონში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, რაჭაში - შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ. 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე, 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ.

ტურისტული სეზონის მიწურულს ყველა მაშველს, რომლებიც  24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ მოქალაქეთა უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სახელით მადლობის სიგელები გადაეცემათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics