|
2021-10-04 13:09:27, 1158 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ფეის ონლაინ გადახდების სივრცე ახლა უკვე უცხოური ბარათებისთვისაც
თუ საზღვარგარეთ იმყოფებით და უცხოური ბანკის მიერ გაცემული საბანკო ბარათით სარგებლობთ, ამიერიდან ასეთი ბარათით საქართველოში სხვადასხვა სახის გადახდის შესრულებას შეძლებთ. თიბისი ფეის სწრაფი გადახდების სისტემაში ყველაზე საჭირო სერვისებს უცხოეთიდანაც სულ რამდენიმე წუთში დაფარავთ. სერვისების ჩამონათვალი კი ვრცელია და ყველა მნიშვნელოვან გადახდას მოიცავს. თიბისი ფეი ამარტივებს ცხოვრებას, ახლა უკვე ემიგრანტებისთვისაც. რას გადაიხდით უცხოური ბანკის ბარათითთიბისი ფეი ონლაინ სივრცეში ვებგვერდით და მობილური აპლიკაციითაა წარმოდგენილი. გადასახდების შესასრულებლად, საკმარისია გქონდეთ ინტერნეტზე წვდომა - ციფრული პლატფორმებით სარგებლობა ახლა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ. სწრაფი გადახდების სისტემაში 1000-ზე მეტი სერვისის გადახდა შეგიძლიათ, მაგრამ იმისათვის, რომ თქვენთვის გადახდა კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი იყოს, ყველა ის სერვისი, რომელთა გადახდაც უცხოეთიდანაა შესაძლებელი, ცალკე განყოფილებაშია გაერთიანებული. მოძებნეთ თიბისი ფეის ვებგვერდზე განყოფილება „გადაიხადეთ უცხოეთიდან“ და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სერვისი. ამ დროისათვის ვებგვერდზე ხუთ კატეგორიაში შეგიძლიათ გადახდა, ესენია:
თიბისი ფეიზე ყველა ის სერვისია გათვალისწინებული, რაც საზღვარგარეთ დროებით თუ მუდმივად მყოფ მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს. მაგალითად, სახელმწიფო სერვისები. უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა დასჭირდეთ საჯარო და სამოქალაქო რეესტრის სერვისებით სარგებლობა. მათი მომსახურების თანხის გადახდას კი ამიერიდან უცხოური საბანკო ბარათითაც მარტივად შეძლებენ. აქვეა მოცემული აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, შსს მომსახურების სააგენტოს და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების სერვსისებიც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საბანკო-საფინანსო სექტორის გადასახადებია. თუ თქვენ საქართველოში ყოველთვიურ კრედიტს იხდით, მის დაფარვას უცხოეთიდანაც შეძლებთ. ამ განყოფილებაში წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი ბანკები, მიკრო საფინანსო და სალომბარდე ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები და პრობლემური აქტივების მართვის ბიუროები. მათ ანგარიშზე თანხის შეტანას სულ რამდენიმე წუთში შეძლებთ. როგორ გადავიხადოთ უცხოური ბარათითთიბისი ფეი მომენტალური გადახდების ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი სივრცეა. მის გამოსაყენებლად გჭირდებთ მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა, შემდეგ კი აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმატი - მობილური აპლიკაცია ან ვებგვერდი. სერვისების გამოსაყენებლად, უპირველესად რეგისტრაციის გავლა დაგჭირდებათ, თუმცა ეს პროცესი სულ ერთ წუთს მოითხოვს. ამის შემდეგ კი, ძებნის ფუნქციის დახმარებით, იპოვეთ სასურველი სერვისი და გადაიხადეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ. რეგისტრირებული მომხმარებლები თიბისი ფეის სრული ფუნქციონალით სარგებლობენ. ეს კი ნიშნავს გადახდების კიდევ უფრო გამარტივებას და დროის მნიშვნელოვან დაზოგვას. გაიარეთ რეგისტრაცია და:
რაც მთავარია, გადაიხადეთ თიბისი ფეის დახმარებით სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ. მომენტალური გადახდების სისტემის მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფე და სიზუსტეა. როცა საქმე ონლაინ გადახდებს ეხება, ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ ტრანზაქცია დროულად შესრულდება. თიბისი ფეის გამოყენებისას კი ამაში შეგიძლიათ დარწმუნებულიც კი იყოთ - თქვენს მიერ გადახდილი თანხა მიმღები ორგანიზაციის ბალანსზე დაუყოვნებლივ აისახება.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)