19:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 14:48:11, 603 ნახვა

საზოგადოება
მამუკა მდინარაძე - დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდანq

100 მეტრის რადიუსის გარეთ მოწოდება და აგიტაცია დარღვევა არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე  "ნაციონალირი მოძრაობის" მხრიდან დარღვევა დაფიქსირდა.

„დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ამის აღრიცხვა მიდის, თუმცა არ მიდის ჩვენი მხრიდან რაღაც პროვოკაციების მოწყობა და ვინმეზე დაბრალება ასეთი დარღვევების. უპრეცენდენტო საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დადგენილია შესაბამისი სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ყველანაირი აგიტაცია, ამომრჩევლის აღრიცხვა. ეს  უნდა დაიცვას ყველამ და ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ეს ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ჩვენი წარმომადგენელი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი თუ მხარდამჭერი, 100 მეტრის რადიუსი დაიცვან მკაცრად. 100 მეტრის რადიუსის გარეთ მათ შეუძლიათ, ჩაატარონ ნებისმიერი კანონიერი მოქმედება. თქვენ წარმოიდგინეთ, აგიტაციაც რომ გასწიონ, სულ რომ პარტიული მაისურებით იყვნენ 100 მეტრის რადიუსის გარეთ, ეს დარღვევა არ არის. ამას ვამბობ ერთი მთავარი მიზეზის გამო. გარკვეული ტელეკომპანიების წარმომადგენლები, ასევე პარტაქტივისტები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორ, ვისია და ვის წარმოადგენს, 100 მეტრის რადიუსის გარეთ აფიქსირებენ თითქოს ვიღაც სიით ზის. ვიღაც აღრიცხვას აწარმოებს, ვიღაც მოუწოდებს მოსვლისკენ თავის აქტივისტებს, ეს არ არის დარღვევა ცალსახად, ოღონდ მკაცრად უნდა იყოს დაცული 100-მეტრიანი რადიუსი“. - აცხადებს მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics