22:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 12:38:23, 539 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - უმნიშვნელოა სად არის სააკაშვილი, ფაქტია ივანიშვილის რეჟიმმა კრახი განიცადა

„ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.“ - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მიმართა.

მისი თქმით,  ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა.

„მე მინდა ყველას მივმართო, მიუხედავად იმისა თუ რა დამოკიდებულება აქვთ ზოგადად ოპოზიციასთან ან სპეციფიკურად მიხეილ სააკაშვილთან, მანდაც დიდი სპექტრია განსხვავებების, იმიტომ რომ მრავალფეროვანია ოპოზიცია და მრავალფეროვნები არიან ჩვენი ამომრჩევლები. რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, გარდა ივანიშვილის რეჟიმის კომიკური ასპექტებისა, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. მოხსნან დღის წესრიგიდან ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბავი, რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე და რასაც დღეს ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ეს არის ჩვენი მოწოდება. იქამდე რა პოზიციაც მქონდა მე, იგივე მაქვს დღესაც. იმის მიუხედავად, სად არის სააკაშვილი, რაც ჩემთვის უცნობია, ჩვენი ამოცანაა ამ უაღრესად სახიფათო რეჟიმი ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ. ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა, როცა საქმე ეხება თუნდაც რაიმე სახით კანონის დაცვას ან ეფექტურ მმართველობას. ჩემთვის ეს სიახლე არ არის““ - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც მისი თქმით იგი ბათუმში იმყოფება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics