20:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 18:43:46, 555 ნახვა

საზოგადოება
მედიაკოალიცია - კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ მოახდენს ზეგავლენას

ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელის და მთავარი დამფინანსებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი და ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში მის მიმართ მიმდინარე პროცესები, კრიტიკულ ტელევიზიაზე ზეწოლას ისახავს მიზნად. - ამის შესახებ განცხადებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ავრცელებს.

"დღეს, 2021 წლის 30 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს და დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას ითხოვს. ეს არ არის კეზერაშვილის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მიღებული ერთადერთი გადაწყვეტილება. მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, წინასაარჩევნოდ, უზენაესმა სასამართლომ სამი წევრის შემადგენლობით, მათ შორის, ყოფილი პროკურორის შალვა თადუმაძის მონაწილეობით, კეზერაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე არსებობს საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციოს სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გამამართლებელი განაჩენი. ამ დროს შალვა თადუმაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოქმედი გენერალური პროკურორი გახლდათ." - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” 51% მფლობელი და მისი მსხვილი დამფინანსებელია. სამწუხაროდ, „ფორმულას“ წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გახდნენ მუქარისა თუ აგრესიული რიტორიკის ადრესატები. აღსანიშნავია ასევე, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს „ფორმულას“ ჟურნალისტების უსაფრთხებას და არ აქვს კანონით დადგენილი რეაგირება მათზე თავდასხმისა თუ მუქარის შემთხვევებში.

კოალიციაში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე მედიის მფლობელის წინააღმდეგ წამოწყებული სამართლებრივი დავა აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მედიის შევიწროებასა და მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რაც ქვეყანაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics