20:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 17:34:48, 637 ნახვა

საზოგადოება
ვახო სანაია - ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან, დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც

ქართული მედია არის დაუმარცხებელი და მე შემთხვევით არ ჩამომითვლია ყველა ხელისუფლების დროინდელი საქმეები. ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან , დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც. -ამის შესახებ „ფორმულს“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ არხის საგანგებო ბრიფინგზე განაცხდა.

მისი თქმით, არცევნების დღეს არხი ეგზიტპოლის შედეგებს მიანც გამოქვეყნებს.

"ჩვენ ახლა ვდგავართ ამ შენობის  მე-17 სართულზე, ვაჟა-ფშაველას 45 ნომერში და მე მახსენდება 2001 წელი, როდესაც, ამ დერეფანში ლიფტიდან შემოვიდა უშიშროების სამსახური, აგერ არის ნანა, რომელიც ბევრი წელი მუშაობდა მაშონდელ „რუსთავი 2“-ში და  ძალიან კარგად ახსოვს, და ყველას ახსოვს ეს.

მე მახსენდება „იმედი“, რა მოხდა 2007 წელს, მე ვხედავ ნინოს ჩემ გვერდით „მაესტროსთან“ დაკავშირებით. ხედავთ ქეთის, ირაკლის, მიშას , გიორგის, ზუკას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ წაიღო,მაგრამ სამაგეროდ მიიღო სამი არხი.

მე მინდა იმის თქმა, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში თქვენი დაქვემდებარებული სასამართლოების, პროკურატორების და ასე შემდეგ სტრუქტურების მეშვეობით, რაც არ უნდა გააკეთოთ ჩვენ არ დავდებთ კალამს, ჩვენ არ დავდებთ კამერებს. ჩვენ არ დავდგებით მუხლებზე.

ქართული მედია არის დაუმარცხებელი და მე შემთხვევით არ ჩამომითვლია ყველა ხელისუფლების დროინდელი საქმეები. ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან , დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც.

ჩვენ, როგორც უკვე ითქვა გაჩვენებთ ეგზიტპოლის შედეგებს, საღამოს რვა საათზე ამას მაყურებელი ყველა შემთხვევაში ნახავს და გაჩვენებთ იმას რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი. მოგაწვდით იმ რელაობას, რასაც ყუთში ჩაადებს ამ ქვეყნის მოსახლეობა. ილუზია ნუ გექნებთ რომ ჩვენ გავჩერდებით, ერთი ჩაიგდეთ ხელში ჩვენ ვართ სამნი ახლა“-განაცხადა ვახო სანაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics