22:59 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 15:45:23, 1355 ნახვა

მსოფლიო
სასამართლომ სარკოზის 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა - მას უფლება ეძლევა, სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონო დაფინანსებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,მას ასევე შეეძლება შინაპატიმრობის არჩევა ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით.-ინფრომაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 2012 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიკოლა სარკოზმის, ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები გამოყო,კერძოდ მისმა  "კონსერვატიულმა პარტიამ" საარჩევნო კამპანიისთვის 22.5 მილიონი ევრო დახარჯა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით, დაშვებულს ორჯერ აღემატება. პროკურორებმა დაასკვნეს, რომ სარკოზიმ 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იცოდა, რომ მისი ხარჯები - რომელიც მკაცრად შეზღუდულია საფრანგეთის კანონმდებლობით - კანონიერ მაქსიმუმს უახლოვდებოდა

სასამართლო პროცესის დროს სარკოზიმ განუცხადა სასამართლოს, რომ ზედმეტი თანხის ფლანგვას ადგილი არ ჰქონია და რომ მას არანაირია „თაღლითური განზრახვა“ არ ჰქონდა.

ყოფილი პრეზიდენტის გარდა, ცამეტი სხვა ადამიანი  გაასამართლეს, მათ შორის მისი პარტიის წევრები, ბუღალტერი და საკომუნიკაციო ჯგუფის ხელმძღვანელები.

ისინი ყველა დამნაშავედ ცნეს, სასჯელი პირობითი პატიმრობიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით განისაზღვრა.

სხვადასხვა ბრალდება მოიცავს გაყალბებას, თაღლითობას და კამპანიის უკანონო დაფინანსების თანამონაწილეობას.

სარკოზი 2017 წელს გადადგა აქტიური პოლიტიკიდან, მაგრამ კვლავ თამაშობს როლს კულისებში. ფრანგული მედია იტყობინება, რომ ის მონაწილეობს კონსერვატიული კანდიდატის არჩევის პროცესში, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics