|
2021-09-30 10:26:55, 613 ნახვა
საზოგადოება
DRI - გალში, საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთის დროშის დაწვისთვის 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, 2020 წლის 30 სექტემბერს, გალში, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული ქმედებისთვის მაქსიმალური სასჯელის სახით ერთწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, თუმცა ბებუას ბრალი ხელოვნურად, თითქოსდა სახლში ხელყუმბარისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ქონის გამო დაუმძიმეს და ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. „ირაკლი ბებუა სტიქაროსანია, მას გალის რაიონში ახასიათებენ როგორც დადებით პიროვნებას. საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა, სავარაუდოდ, დაკითხვაზე იმყოფება, იგი თავად ადასტურებს დროშის დაწვის ფაქტს და განმარტავს, რომ აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. პირიქით, მიიჩნევს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს ეთნიკური ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი და კვლავ მეგობრული ურთიერთობების მომხრეა. ირაკლი ბებუას პატიმრობას და სასტიკად დასჯას დღემდე ლობირებენ ადგილობრივი რადიკალური ჯგუფები. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, 2021 წლის 7 ივნისს გალის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ბებუა მოედანზე საჯაროდ უნდა დაეხვრიტათ. ყოფილმა დე-ფაქტო შსს მინისტრმა ასლან კობახიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე ადგილზე დავხვრეტდი, გალელებმა ლინჩის წესით უნდა გაასამართლოთ...“ . დროშის დაზიანების ფაქტი აფხაზეთში 2017 წელსაც მოხდა. მაშინ გაგრაში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ შეურაცხყოფა მიაყენა აფხაზეთის დროშას და დაზიანების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა. აღნიშნულს საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოყვა. ახალგაზრდამ და მისმა მამამ დროშის დაწვის გამო საჯაროდ ბოდიში მოიხადეს, რაც საკმარისი სასჯელი აღმოჩნდა“. - ვკითხულობთ DRI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი ბებუას ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამასთანავე ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი, ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)