|
2021-09-29 12:52:58, 417 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საგამომცემლო სფეროზე ონლაინლექციები ჩატარდება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 5-8 ოქტომბერს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში საგამომცემლო სფეროზე ონლაინლექციები გაიმართება. როგორც „საქართველოს ბანკში” აცხადებენ, პროექტი ამერიკის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა დეპარტამენტის (The Bureau of Educational and Cultural Affairs (ECA) სპიკერების პროგრამისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ლექციებს საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ. „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საგამომცემლო სფერო მთელ მსოფლიოში, გამუდმებით იხვეწება და ახალ მიმართულებებს იძენს. „აუცილებლად მიგვაჩნია, სიახლეების შესახებ ინფორმაცია ჩვენს გამომცემლებსაც მივაწოდოთ და ამ გზით გავამდიდროთ მათი ცოდნა და გამოცდილება, რისთვისაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები შევარჩიეთ“,- ამბობს „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი. „ონლაინლექციების მსმენელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, ვისაც საგამომცემლო სფერო აინტერესებს. ლექციებს სხვადასხვა თემებზე, ამერიკული საგამომცემლო კომპანიების წარმომადგენლები ჩაატარებენ:
სპიკერი, ჯეფ სეროი - კომუნიკაციების კონსულტანტი; გამომცემლობა Farrar, Straus and Giroux-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და კომუნიკაციების დირექტორი.
სპიკერი, ჯილ სქულმენი - გამომცმელობა Archipelago Books-ის დამაარსებელი.
სპიკერი, ბრიუს ნიკოლსი - გამომცემლობა Little, Brown and Company-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
ვორკშოპი „დისნის“ საგამომცემლო მიმართულების სხვადასხვა სფეროებთან კვეთის შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)