|
2021-09-29 11:56:09, 778 ნახვა
საზოგადოება
TI - ჟურნალისტებისთვის საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში გახდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნების წინ მედიაგარემოს შეფასების ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მედიაგარემოს მიმართებით მდგომარეობამ ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის. „საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მხოლოდ 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს. მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ განსხვავებული აზრის გამო ჟურნალისტის გათავისუფლებისა და მედიის ხელმძღვანელობის მიერ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები. მმართველი პარტიის წევრთა აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო, რაც დამატებით ახალისებს მედიის წინააღმდეგ ძალადობას და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს. ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამას ტოტალური ხასიათი აქვს. კვლავაც გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით. კვლავაც გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით“, - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშში საუბარია ძალადობის ფაქტებზე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, კერძოდ, ნახსენებია 5-6 ივლისის მოვლენები, ოპერატორი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი. „ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ აგრესიული რიტორიკა კიდევ უფრო გაძლიერდა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს ოპოზიციური მედია ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა. 23 ივლისს, ირაკლი ღარიბაშვილმა „ფორმულას“ ჟურნალისტს მედიაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების დასჯისა და ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობის აღების საკითხზე პასუხის გაცემისას „პარტიული აქტივისტი“ და „მოძალადე“ უწოდა. 17 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე მოვლენებსა და ჟურნალისტების პროტესტზე საუბრისას განაცხადა, რომ ამორალურია კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამის უკან სააკაშვილი და მისი გუნდი დგას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)