|
2021-09-28 20:54:44, 894 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ადგილობრივი სტარტაპები განსაკუთრებული კონკურენტუნარიანები არიან და წარმატებას აღწევენ გლობალურ ბაზარზე
„ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას განსაკუთრებით ახალგაზრდა, კრეატიულ ადამიანებს, შექმნან ჯგუფები, ახალი იდეებით წარმოჩინდნენ და მოიზიდონ ინვესტორები. ეს ინდუსტრია ამ ბოლო დროს გახდა ძალიან მოთხოვნადი, საკმაოდ დიდ ლოკომოტივად იქცა ჩვენი ეკონომიკის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო მიმართულებაა, ამიტომ მომავალი არის სწორედ ინოვაციების, სტარტაპების და ჩვენ, ხელისუფლება ყოველთვის გვერდში დავუდგებით ამ მიმართულებას" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ბათუმში, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოებაზე განაცხადა, სადაც 246 აპლიკანტს შორის 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა. თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ძალისხმევა, გვერდში დაუდგეს და განავითაროს სტარტაპ ეკოსისტემა, პირველ შედეგებს იძლევა. „მიუხედავად პანდემიისა, განსაკუთრებით ამ ბოლო ორ წელიწადში ჩვენი ადგილობრივი სტარტაპები განსაკუთრებული კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან, ამაზე მეტყველებს ის წარმატება, რასაც ისინი გლობალურ ბაზარზე აღწევენ, სულ მოკლე ხანში ვითარდებიან და იზიდავენ მილიონობით ახალ ინვესტიციებს" - აღნიშნა ნათია თურნავამ. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2021 წლის 23 ივნისს მეშვიდედ გამოაცხადა. პროგრამას სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში საერთო ჯამში 246-მა აპლიკანტმა შემოიტანა განაცხადი. ფინალისტები საფინალო ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს. ტრენინგები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, 20 გამარჯვებული სტარტაპი ბათუმის ტექნოპარკში, მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით დაკომპლექტებულმა საინვესტიციო კომიტეტმა გამოავლინა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)