22:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 17:26:47, 601 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ნაწილს ვადა ნოემბრის, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე აქვს - ნელი ტემპითაც შევძლებთ ათვისებას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი შეუზღუდავია და ვაქცინაციის გეგმის შესასრულების სამიზნე აბსოლუტურად რეალისტურია.

მისი თქმით, მღელვარება ვაქცინების ვადებთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია და ამერიკის წამლისა და კვების სააგენტოს ცნობის შესაბამისად "ფაიზერის" ვაქცინებს შენახვის ვადა დამატებით კიდევ 3 თვე აქვს.

"ვაქცინაციის გეგმის სამიზნე იყო 60% მოზრდილი მოსახლეობის, რაც ჯამურად ნიშნავს მინუს 700 000 მოქალაქეს. ჩვენ ცოტა გვაქვს დარჩენილი მილიონი მოქალაქის მოცვამდე, რაც არის რა თქმა უნდა, ოდნავ მეტი ვიდრე ნახევარი ამ შესრულების. რეალისტურად ის ვადები, რომელიც დარჩენილია ვფიქრობ არის საკმაოდ კარგი ვადები ამ სამიზნის შესასრულებლად, მაგრამ აუცილებელი იქნება მეტი აქტივობა, გასვლითი ღონისძიებები, მობილური ბრიგადების აქტიური გამოყენება და ასევე საგანმანათლებლო კამპანიის გააქტიურება, რასაც ჩვენ გავაკეთებთ.

კარგია, ის რომ ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის შეუზღუდავი, იყო გარკვეული მღელვარება ვადებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, "ფაიზერის" მარაგი, რომელიც ქვეყანაში არის, მის ნაწილს ვადა აქვს დღევანდელი მდგომარეობით ნოემბრის ბოლომდე და ნაწილს დეკემბრის ბოლომდე და ვფიქრობთ, ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია ჩვენ მის ათვისებას აუცილებლად შევძლებთ, თუმცა ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ამერიკის წამლისა და კვების სააგენტომ რამოდენიმე ხნის წინ გამოსცა ახალი რეგულაციები, რომლის შესაბამისად "ფაიზერის" ვაქცინებს, თუ მათი შენახვა ხდებოდა -90 / -60 პირობებში დამატებით კიდევ 3 თვე აქვს მოქმედების ვადა." - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics