|
2021-09-28 17:16:04, 612 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ეპიდვითარება სტაბილიზაციისკენ სვლას განაგრძობს, უნდა გავააქტიუროთ აცრები
ეპიდსიტუაცია ქვეყანაში განაგრძობს სტაბილიზაციისკენ სვლას ,მართალია ტემპი ნელია ,მაგრამ დადებითობის მაჩვენებელი 6%-საც ჩამოსცილდა- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ორჯერადად აცრილია 18- წლის ზემოთ 27%-ზე მეტი , რაც შეეხება ერთჯერადად აცრილის მათი რაოდოენობა 34%-ზე მეტია. როგორც, გამყრელიძემ განაცხადა, ეს საკმარის არ არის. „ეპიდსიტუაცია ქვეყანაში განაგრძობს სტაბილიზაციისკენ სვლას ,მართალია ტემპი ნელია ,მაგრამ ჩამოსცილდა დადებითობის მაჩვენებელი 6%-საც და შესაბამისად ყველა ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა, დადებითობა, შესაბამისად რეპროდუქციის ინდექსი და ყველაზე მძიმე ინდექსი სიკვდილიანობაც კლებულობს, თუმცა რა თქმა უნდა ჯერჯერობით, სიკვდილიანობა ბოლო 7 დღის განმავლობში მაღალია ჩვენს ე.წ ზღვრულზე (8-9 მილიონ მოსახლეზე) რაც შეეხება, სამწუხაროდ აცრის მაჩვენებელს ,იცით რომ მოდის ქვემოთ ბოლო ერთი კვირის არის 12-13 ათასის ფარგლებში. ბოლო თვის, ანუ სექტემბრის გვაქვს 19-დან 20 ათასის ფარგლებში. ჩვენ ვგეგმავდით, რომ სექტემბერი ისეთივე აქტივობის ყოფილიყო, როგორც აგვისტრო მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ვაღწევთ ჯერჯერობით და ალბათ სექტემბერში ვერ მივაღწევთ. ამიტომ ყველა მოცვის მაჩვენებელი არის ორჯერადი აცრით 18- წლის ზემოთ 27%-ზე ზემოთ , რაც შეეხება ერთჯერადად აცრილი -34%-ზე ზემოთ. რა თქმა უნდა ეს ცოტაა, ყველა უკეთესი მაჩვენებელი ამ მხირივ აქვს თბილისს და აჭარას. ხოლო დანარჩენი რეგიონები არის ერთ დონეზე. ჩვენ რომ მეტი იმუნიტეტი გვქონდეს, ნოემბერ- დეკემბერში მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ აცრები. „-განაცხადა გამყრელიძემ.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)