|
2021-09-28 16:27:07, 1212 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანმა“ ავღანეთში, ქალებს ქაბულის უნივერსიტეტში სწავლა და მუშაობა აუკრძალა
ქალებს აღარ ექნებათ უფლება ისწავლონ ან იმუშაონ ქაბულის უნივერსიტეტში- ამის შესახებ ინფორმციას CNN-ი ქაბულის უნივერსიტეტის კანცლერის მოჰამედ აშრაფ გაირათმას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. "სანამ რეალური ისლამური გარემო არ არის უზრუნველყოფილი ყველასათვის, ქალებს არ ექნებათ უფლება მოვიდნენ უნივერსიტეტებში ან იმუშაონ.", - დაწერა მოჰამედ აშრაფ გაიარათმა „ტვიტერის“ ოფიციალურ ანგარიშზე. მანვე განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ქალ სტუდენტთა სწავლების გეგმაზე, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, როდის დასრულდება აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა. "ქალი ლექტორების სიმცირის გამო, ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომ კაცმა ლექტორებმა შეძლონ და ასწავლონ ქალ სტუდენტებს, აუდიტორიაში ფარდის მიღმა. ამგვარად შეიქმნება ისლამური გარემო სტუდენტებისთვის, რომ მიიღონ განათლება", - განაცხადა მან. „თალიბები“, წინა მამართველობის დროს (1996 წლიდან 2001 ) არ იყო დაცული ქალების უფლებები, მეტიც, ისინი ითვლებოდნენ მეორეხარისოხვნად, იყვნენ იძლებითი ქორწინების მსხვერპლი. მას შემდეგ, რაც მათ აგვისტოში დაიბრუნეს დედაქალაქი ქაბული, „თალიბანის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ის ამჯერად მეტად დაიცავს ქალთა უფლებებს. მაგრამ ეს დაპირებები არ განხორციელებულა. ახლადშექმნილ დროებითი მთავრობაში ქალების არ ყოფნა ამის ნათელი მაგალითია. ქალებს ჯერჯერობით აქვთ უფლება გააგრძელონ საუნივერსიტეტო განათლება. მაგრამ „თალიბანის“ მთავრობის გადაწყევტილებით, ქალები და კაცები სხვადასხვა აუდიტორიებში ისწავლიან, მთ უნდა ატარონ ჰიჯაბი და დაიცვან შარიათის კანონები.
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)