|
2021-09-28 15:49:18, 475 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმების შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 2020 წელს გადაეცათ, ხოლო 420 დევნილი ოჯახი კი ორი კვირის წინ განსახლდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული 420 ოჯახი ახალ ბინებში გადავა, ყველა სანატორიუმი, 15 ნგრევადი შენობა, რომლებშიც დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, დაიხურება. დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა, ბოლო წლების განმავლობაში, არა ერთი აღწერა ჩაატარეს და ადგილზე რეალურად მაცხოვრებელი დევნილი ოჯახები შეისწავლეს. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები სანატორიუმებში ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცათ. გამომდინარე იქიდან, 560 ოჯახზე გათვლილ საცხოვრებელ კომპლექსში არსებული ერთოთახიანი ბინების რაოდენობა არ იყო საკმარისი სანატორიუმებში მცხოვრები ყველა ოჯახის დასაკმაყოფილებლად. ერთოთახიანი ბინის კანდიდატ 40-მდე ოჯახს გადაეცა ადმინისტრაციული დაპირება და ისინი ბინებს ქუთაისში მშენებარე კორპუსებში, უახლოეს მომავალში მიიღებენ. ბინის მიღებამდე, აღნიშნული ოჯახებს დევნილთა სააგენტო, რა თქმა უნდა, არ დატოვებს ნგრევად შენობაში და ქირის თანხით უზრუნველყოფს. ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული მასალა, რომ წყალტუბოში დევნილი ოჯახები უმძიმეს პირობებში რჩებიან სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს. მათ მიერ ჩაწერილი რესპონდენტებიდან ერთ-ერთს ბინაზე უარი ეთქვა, რადგან ფაქტობრივად არ ცხოვრობდა სანატორიუმის შენობაში, ხოლო ორ რესპონდენტს მიღებული აქვს ადმინისტრაციული დაპირება და ბინები ქუთაისში გადაეცემათ.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)