22:56 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 13:04:56, 402 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი პროექტის „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის გამჭვირვალობის გაუმჯობესება საქართველოში“ განხილვას დაესწრო

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის გამჭვირვალობის გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მონაწილეობდა.

აღნიშნული პროექტს   აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA)  ადგილობრივ პარტნიორთან  - სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის და განვითარების ინსტიტუტთან (RAPDI) ერთად ახორციელებს.

პროექტის ძირითადი მიზნებია: სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესება, რისკების შეფასების და მართვის სისტემების განვითარების ხელშეწყობა, ლაბორატორიული კვლევის მეთოდების დახვეწა და არსებული პოტენციალის გაზრდა.

გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც დაეხმარება საქართველოს  მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს და ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას.  

პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, პროექტით გათვალისწინებული  აქტივობები დისტანციური მოდულების საშუალებით განხორციელდება, რაც  ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაუმჯობესების, რისკების შეფასების და მართვის მეთოდოლოგიის საკითხებზე სასწავლო კურსების ჩატარებას გულისხმობს.

ონლაინ გამართულ შეხვედრაში საქართველოში აშშ-ის საელჩოს  ეკონომიკური განყოფილების უფროსი ჯინ ფოსტერი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics