|
2021-09-27 11:06:39, 546 ნახვა
საზოგადოება
დმანისის მუნიციპალიტეტში, ახალი პროფესიული კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიიღებს
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში, პროფესიულ კოლეჯში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი ტიპის პროფესიული სასწავლებლები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას სოფლის მეურნეობით და აგრარულ სფეროში ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას. „დმანისის მუნიციპალიტეტში გახსნილი ახალი პროფესიული სასწავლებელი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბიზნესსექტორი, ქართველი ფერმერები, მეწარმეები სწორად ხედავენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გზას, სწორი მიმართულებით აკეთებენ ინვესტირებას. მსგავსი ტიპის სკოლები უზრუნველყოფენ კვალიფიციური კადრების მომზადებას და, შედეგად, ის სტრატეგიული მიზნები, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას დასახული ეკონომიკის გაძლიერებისთვის, მიღწეული იქნება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ქართული და შვეიცარიული ინვესტიციით აშენდა, მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით კადრების მომზადებას ითვალისწინებს. სასწავლო პროგრამა, პროექტის მთავარი პარტნიორის, შვეიცარიული აგრარული სკოლის „პლანტაჰოფი“ მიერ არის შედგენილი და თეორიული და პრაქტიკული სწავლების 3-წლიან კურსს მოიცავს. კოლეჯის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შვეიცარიული სტანდარტის შესაბამისი ყველის თანამედროვე ქარხანა და მეცხოველეობის ფერმა, სადაც, პროფესიონალების ხელმძღვანელობით, სტუდენტები თავადაც ჩაერთვებიან ყოველდღიურ საქმიანობაში და მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. პროექტი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან და ფერმერთა ასოციაციასთან. „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღებს. კოლეჯში, რომლის კამპუსიც 30 სტუდენტზეა გათვლილი, ამ ეტაპზე, 10 მოსწავლე ირიცხება.
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)