09:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 10:47:39, 778 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ზუგდიდში თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქ.ზუგდიდში, კომპანიაში „ჯეო-ნათსი" იმყოფებოდა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო.

„ჩვენ ყოველწლიურად ვხვდებით როგორც მეთხილე ფერმერებს, ისე გადამმუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს, რათა სეზონი შევაფასოთ, განვიხილოთ მიმდინარე აქტუალური საკითხები, პრობლემები, მომავალი წლის გეგმები. წლევანდელი წელი კარგად დაიწყო, უხვი იყო მოსავალი, თუმცა, ბოლო პერიოდში, ამინდებმა გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა. მიუხედავად ამისა, გვაქვს მოლოდინი, რომ 2021-22 წლის სეზონი გასულ წელზე უკეთესი იქნება. თხილი მნიშვნელოვანი სტრატეგიული კულტურაა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. შარშანდელ სეზონზე 100 მლნ დოლარს გადააჭარბა თხილის ექსპორტის ღირებულება; მას შემდეგ, რაც ჩვენ ძირითადი გამოწვევები - დაავადებები და აზიური ფაროსანა, რომელიც პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას, კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ. შესაბამისად, დარგი ვითარდება; თუმცა, განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, კვლავ გვაქვს გამოწვევები, რომელზეც საჭიროა მუდმივი მუშაობა, მსხვილ კომპანიებთან, ექსპორტიორებთან კომუნიკაცია, რათა სახელმწიფოს პოლიტიკა და კერძო სექტორის ინტერესები თანხვედრაში იყოს და მეტი შედეგი მივიღოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა; თხილის კულტურა კი, რეგიონში ერთ-ერთი ძირითადია. ადგილობრივების შემოსავალი გაზრდილია, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 33.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics