00:31 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 16:17:22, 549 ნახვა

საზოგადოება
გიორგი წოწკოლაური სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) მხარდაჭერით  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე  გიორგი წოწკოლაური  თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეს თოლგა თოლუნაის შეხვდა.  შეხვედრა თურქეთში ქ. ანკარაში გაიმართა. 

სამუშაო ვიზიტის მიზანი, 2020 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) შორის  ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმია. 

მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელებასა და ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღებაზე ისაუბრეს. განიხილეს სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. 

საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს. 

შეხვედრაზე, თურქულმა მხარემ საქართველოში, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა. კერძოდ, საუბარი შეეხო ფარმაცევტული პროდუქციის მნიშვნელოვნად დაბალ ფასში მოწოდებას. მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ ორი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შორის  სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღება. 

როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, მოხდება სამედიცინო ტრეინინგების ჩატარება, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებას კიდევ უფრო გაზრდის.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ხარძიანი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე ესწრებოდნენ. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების ასოციაციის თავმჯდომარე თოლგა ქარაქანს და  თურქეთის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) გენერალურ დირექტორს მეჰმეთ ალი ქილიჩქაიას შეხვდა. 

შეხვედრის მონაწილეებმა სამედიცინო ტურიზმისა  და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. 
ქ. სტამბულში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა სტამბოლის ბაშაქშეჰირის საავადმყოფოც მოინახულა. 

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა წარმატებულად შეაფასეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics