00:31 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 14:33:48, 538 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის VI საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დღეს საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ონლაინფორმატში გახსნა.

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები" მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ფილოლოგია (კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა); ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა (გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, არქიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია); კულტუროლოგია (მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია) და სხვ. ღონისძიებაში 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი.

საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება. მისი მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება და ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარებაა.

ღონისძიების დეტალები იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saertashoriso-konferentsia-1





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics