|
2021-09-23 13:09:41, 989 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - „ვიზეართან" წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ავიაკომპანია ფრენებს დამატებით 4 მიმართულებით დაიწყებს
საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგება. ავიაკომპანია „ვიზეართან" გამართული წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ავიარეისი ქუთაისსა და ბარსელონას შორის, გარდა ამისა, „ვიზეარმა" ასევე განაახლა ფრენები ევროპის ორი სხვა ქალაქის - ვენისა და ბერლინის მიმართულებით. ასევე, 16 დეკემბერიდან, პირველად ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. საუბარია ქუთაისი - აბუ-დაბის რეისზე, რომელიც კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. „ვიზეარის" ახალ რეისებსა და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ვიზეარის" კომუნიკაციების დირექტორ ანდრაშ რადოსთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მხარესთან ავიაკომპანია „ვიზეარის" სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრის მოადგილე მიესალმა ახალი მიმართულებების დანიშვნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, აგრეთვე ქუთაისში ავიაკომპანიის ბაზის დაბრუნებას. „ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ავიაციის სწრაფ აღდგენასა და მდგრად განვითარებას. რაც ყველაზე მისასალმებელია, საქართველო განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას სათაო ოფისში, ისევე როგორც ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. „ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. ასევე კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელიც პანდემიამდე ძალიან მოთხოვნადი იყო საქართველოს მოქალაქეებში", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ვიზეარს" საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება. ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ბარსელონას, ხოლო 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით კი რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)