01:12 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 12:15:40, 579 ნახვა

საზოგადოება
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების დასკვნით ეტაპზე გამართულ საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანის სასროლეთზე დაესწრნენ.

სიმულაციური სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. 41-ე ბატალიონს მხარს 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ოცეულები და 44-ე საარტილერიო ბატალიონის III ბატარეა უჭერდა. წვრთნებში ჩართული იყო ასევე, სამედიცინო და საინჟინრო ასეულები.

„ქარიშხალი 2021“-ის საჩვენებელ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უშუალოდ ჩაერთო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ტანკიდან, ტანკსაწინააღმდეგო იარაღიდან და ამერიკული M2A1 ტყვიამფრქვევიდან განახორციელა გასროლა.

„ქარიშხალი 2021“ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით გაიმართა. წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე ხელმძღვანელობდა და მასში სარდლობის ყველა ქვედანაყოფი იყო ჩართული. სამხედრო წვრთნების მიზანი აღმოსავლეთის სარდლობის შტაბისა და დაქვემდებარებული შენაერთების შტაბების მიერ საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულება იყო. „ქარიშხალი 2021“ ნოემბერში დაგეგმილ უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2021“ ერთგვარ წინამოსამზადებელ ვარჯიშს წარმოადგენდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics