00:05 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 11:35:51, 1718 ნახვა

რეგიონი
ქობულეთში, უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა - 159 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ქობულეთში, უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და ამ ეტაპზე, გარესამყაროს 159 ოჯახი მოწყდა, - ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, რის გამოც, 15 ოჯახს ალტერნატიულ თავშესაფარში გადაყვანა დასჭირდა.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 43 მიმართულებით გზები ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაკეტილია. ჩამოწოლილმა მიწის მასამ დააზიანა 2 ხიდი.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა 3 ლოკაცია დაბა ჩაქვში, აგურქარხნის დასახლება, სამედიცინო ცენტრის ეზოც.

ამ დროისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს სოფელ ქობულეთსა და ხალაში

უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთში მეწყერი სულ 49 მიმართულებით განვითარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics